ნინო ლომჯარიას განცხადებით, ციხეში არსებულ ვითარებაზე, პროკურატურაში გაგზავნილია წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით

პროკურატურაში გაგზავნილია წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ასევე ინფორმირებულნი არიან ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციები,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ციხეში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მონიტორინგის ხელშეშლის ფაქტებზე საუბარისას განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან დახურულ რეჟიმში ადრეც ჰქონდათ საუბარი. სახალხო დამცველის თქმით, მისი აპარატი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისინი ადგილზეც გაეცნონ მდგომარეობას.

„გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც კი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პატიმართა უფლებებზე და არაადამიანური მოპყრობის საკითხებზე მუშაობს, მაქსიმალურად მოვიწვიოთ, რომ თავადაც ჩამოვიდნენ, დააკვირდნენ და შეისწავლონ აღნიშნული პრობლემა, რეალურად დღესდღეობით, ევროპაში, ალბათ, ვართ ერთადერთი სახელმწიფო სადაც, ომბუდსმენის წარმომადგენლებს კრიმინალური სუბკულტურის წევრები ციხის ადმინისტრაციების წაქეზებით არ უშებენ ციხის ტერიტორიაზე და ემქურებიან მათ მძიმე ფორმებით. მე ახლა ველოდები, რა იქნება პასუხი ხელისუფლების წარმომადგენლების, დაიცავენ თუ არა ისინი ამას ისევ, წააქეზებენ თუ არა კრიმინალური ფორმის მართვის სისტემას,“- განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა