ომბუდსმენი კასპში მძევლების აყვანის საქმეზე - ამ შემთხვევას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ - ვნახავთ, ჰქონდა თუ არა რეაგირება პოლიციას შეტყობინებებზე, რასაც იღებდა ამ კრიმინალურ გარჩევებთან დაკავშირებით

ეს არის ძალიან საინტერესო შემთხვევა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან ოჯახის წევრები საუბრობენ კრიმინალური სუბკულტურის გამოვლინებაზე, იმაზე, რომ ადამიანს ემუქრებოდნენ კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები და პოლიციამ არ იმოქმედა,- ამის შესახებ კასპში მძევლების აყვანის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აუცილებლად შეისწავლის ამ საქმეს. ლომჯარია აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები არის იმის გაგრძელება, რაც ციხეში ხდება, სადაც ადგილი აქვს კრიმინალური სუბკულტურის მართვას.

„აუცილებლად შევისწავლით ამ საქმეს, იყო თუ არა მიმართული, რა რეაგირება ჰქონდა პოლიციას. გარკვეულწილად, ვფიქრობ რომ მსგავსი ფაქტები არის გაგრძელება იმ სიტუაციის, რომელსაც ადგილი აქვს ციხეებში. როცა ჩვენ ციხეებში კრიმინალურ სუბკულტურაზე ვსაუბრობთ, პრობლემა არა მარტო ისაა, რომ ეს ციხეში ხდება, არამედ როცა ეს ადამიანები დატოვებენ ციხის ტერიტორიას, ისინი გააგრძელებენ მსგავსი სუბკულტურის წევრებად ყოფნას ციხის გარეთაც , ეს დამატებით კიდევ ქმნის საფრთხეებს დანაშაულის შემთხვევების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი ვფიქრობ, ურთიერთკავშირშია. როცა სახელმწიფო უწყება თავის ინსტიტუტის შიგნით აძლიერებს ამ კულტურას, მას გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, ციხის გარეთაც, რადგან ამ ადამიანებს კავშირი აქვთ ასევე ციხის გარეთ ადამიანებთანაც. პირდაპირ კავშირს, რა თქმა უნდა, ამ ორ შემთხვევას შორის ვერ გავაკეთებ, მაგრამ სისტემურად ის პრობლმა, რაზეც ვსაურობთ ციხეებში, გამოვლინდება ხოლმე ასევე ციხის გარეთაც, ამიტომ ძალიან დიდი ინტერესით ჩავერთვებით ამ საქმეში და ვნახავთ, რატომ არ ჰქონდა ან ჰქონდა თუ არა მართლაც რეაგირება პოლიციას იმ შეტყობინებებზე, რასაც იღებდა ამ კრიმინალურ გარჩევნებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, კასპში მძევლების აყვანის ფაქტზე დაკავებული ყოფილი პოლიციელია. მან ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს