ცენტრი “ემპათია” - სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა

ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლების განცხადებით, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უმკაცრეს შეფასებებს ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იზიარებენ და აცხადებენ, რომ აუცილებელია სისტემაში პროფესიული მონიტორინგი მიმდინარეობდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ემპათიის” პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ციხეებში განსაკუთრებით საგანგაშოა ჯანდაცვა და მასთან დაკავშირებული რეგულაციის პრობლემები.

“სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა, ცენტრი "ემპათია" არაერთგზის აცხადებდა, რომ აუცილებელია ეს სისტემა იყოს გამჭვირვალე და მიმდინარეობდეს პროფესიული მონიტორინგი. განსაკუთრებით საგანგაშოა ჯანდაცვა ციხეებში და მასთან დაკავშირებული რეგულაციების პრობლემები. ჩვენ ვიზიარებთ სახალხო დამცველის უმკაცრეს შეფასებებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება არა მხოლოდ გართულდა, არამედ შეუძლებელი გახდა. მისი განცხადებით, აღნიშნულმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ლომჯარია ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა