ბადრი ჯაფარიძის აზრით, „გირჩის“ 3 წევრი პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის და ოპოზიციურ ერთობაში დარჩება

პარტია "ლელო საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ერთიანობას არაფერი ემუქრება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 54 ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

"არის ერთი პარტია, რომელსაც თავისი გზა აქვს და ვართ ჩვენ. ჩვენ ვსაუბრობთ 54 ოპოზიციონერზე (51+3 ოპოზიციონერი დეპუტატი), რომელთა მოსაზრებები არ შეცვლილა. „გირჩის“ წევრებს აქვთ მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის, განსხვავებული მოდელი. მათ აქვთ ამის ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეთ ეს მოდელი, მაგრამ მთავარია, ისინი არ მოიაზრებენ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა