ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - ბრალის შესახებ დადგენილებაში ფრაზა „დავალების მიღება“ გაჩნდა, ეს ფრაზა არაფერს ცვლის, იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულსაც, რომ ის უდანაშაულოა

ბრალდებულებს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ. როგორც ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენცირი დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბრალში მხოლოდ სტილისტური ცვლილება გაჩნდა. ადვოკატის თქმითვე, ნატალია ილიჩოვას კვლავ იგივე პოზიცია აქვს და მიიჩნევს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

„ჩანაწერი გაჩნდა, თითქოს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დავალებას იღებდნენ იმისთვის, რასაც აკეთებდნენ, მხოლოდ ეს ფრაზა დაემატა, დანარჩენი მხოლოდ სტილისტური ცლილებაა ტექსტის, რომელიც შინაარსს არ ცვლის. ბრალის შესახებ დადგენილებაში ფრაზა - „დავალების მიღება“ გაჩნდა. ეს ფრაზა საქმეში საერთოდ არაფერს ცვლის, იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულსაც, რომ ის უდანაშაულოა და არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ გაუკეთებია, შესაბამისად, ამით არაფერი ახალი არ მომხდარა. ვიცი, რომ ფარული ჩანაწერები არსებობს, თუმცა, როგორც ბრალების მხარემ განგვიცხადა, ხვალ გადმოგვცემს. როგორც ვიცი, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერზეა საუბარი, დანარჩენი არაფერი ვიცი“, - განაცხადა მახარაძემ.

ამასთან, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.

როგორც მიხეილ სადრაძე განმარტავს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. პროკურორის თქმითვე, საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს