მიხეილ სარჯველაძე - მცდელობაა, შეაშინონ, დაამუნათონ და წინაღობები შეუქმნან ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს, ვინც იმ რიტორიკის ფარგლებში არ ჯდება, რასაც ოპოზიციის ნაწილი მიმართავს

„ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის რიგებში დიდია მონდომება, რომ განსხვავებული აზრი იდევნებოდეს და ყველას პოზიცია ერთ თარგზე იყოს მოჭრილი.

მისივე თქმით, ასეთი მიდგომა პრინციპულად არასწორია და თავისუფალი აზრის გამოხატვას ეწინააღმდეგება.

„მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებები იქნებოდა. არა მგონია, თავისუფალი და განსხვავებული აზრი დამალვადი იყოს. ამიტომ არის მცდელობა, შეაშინონ, დაამუნათონ და წინაღობები შეუქმნან ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს, ვინც იმ რიტორიკის ფარგლებში არ ჯდება, რასაც ოპოზიციის ნაწილი მიმართავს. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მომართული. უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის პატივისცემას", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა