მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენის განცხადებაზე - ეს ბრალდება ნამდვილად უსაფუძვლოა

ჩემთვის ნათელია, რომ ეს ბრალდება ნამდვილად უსაფუძვლოა, მე ამის რწმენა მაქვს და ვიცი რა იქაური სისტემა, ნამდვილად შემიძლია კატეგორიულად გამოვრიცხო, რომ ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც წახალისებულია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის განცხადებებს ციხეში კრიმინალური სუბკულტურის შესახებ.

სარჯველაძის თქმით, თუკი ვინმეს რაიმე კითხვები აქვს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა კარგი გზაა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს.

„გავრცელდა პენიტენციური სამსახურის განცხადება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, საკმაოდ ნათლად არის იქ პოზიცია გაცხადებული, უარყოფილია ეს ბრალდება და მეც სიმართლე გითხრათ ვიცნობ რა იუსტიციის სამინისტროს სისტემას, წლებია იქ ვმუშაობდი, ჩემთვის ნათელია, რომ ეს ბრალდება ნამდვილად უსაფუძვლოა, ყოველ შემთხვევაში მე ამის რწმენა მაქვს და ვიცი რა იქაური სისტემა, ნამდვილად შემიძლია კატეგორიულად გამოვრიცხო, რომ ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც წახალისებულია ადმინისტრაციის მხრიდან. პირიქით, ადმინისტრაცია ყოველთვის ასე იყო და ძალიან მეეჭვება რაიმე შეცვლილიყო ამ მიმართულებით, პირდაპირ ვამბობ, მე ამას გამოვრიცხავ, რომ ადმინისტრაციამ რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს სახალხო დამცველის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის გამორიცხული და შესაბამისად, ამას ვერ გავიზიარებ. განცხადება გაკეთდა, რომ სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას, ჩემთვის არ არსებობს კითხვის ნიშნები სიმართლე გითხრათ, თუ კითხვის ნიშნები ვინმეს აქვს, კარგი შესაძლებლობაა საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ფარდა აეხადოს იმ ბრალდებებს, რომელიც გაცხადდა. ასევე უნდა ვთქვა კრიმინალურ სუბკულტურასთან დაკავშირებით - ასეთი დანაშაულების წინააღმდეგ არაერთი რეფორმა იქნა ჩატარებული. განცხადებას , რომ ამ მეთოდით იმართება მე კატეგორიულად ვერ დავეთანხმები,“- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია მთავრობას მიმართავს, მიიღოს მყისიერი ზომები „ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად“. ასევე სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და რამდენიმე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მისივე თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში და დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა