გლდანის მერვე პენინტენციურ დაწესებულებასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

გლდანის მერვე პენინტენციურ დაწესებულებასთან კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შემდეგი შინაარსის პლაკატები მიიტანეს: „ჩვენ თქვენთან ვართ“ და „სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს!”

როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროკურატურის „დამატებითი ტყუილების“ მიუხედავად, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სინდისის პატიმრები არიან.

„პროკურატურა არის მატყუარების ბუდე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ასრულებს ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, მავნებლურ და ძალადობრივ დავალებებს. მათ ამდენი ხნის განმავლობაში არც ერთი საფუძველი და საბუთი ამ ადამიანების ტყვედ ყოფნის არ წარმოუდგენიათ. ამიტომ, რაც არ უნდა დამატებითი ტყუილები თქვან, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან სინდისის პატიმრები”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.

როგორც მიხეილ სადრაძე განმარტავს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. პროკურორის თქმითვე, საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა