ირაკლი კოვზანაძემ „საპენსიო სააგენტოს” უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ირაკლი კოვზანაძემ „საპენსიო სააგენტოს” უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

„საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორად უნდა მოხდეს. ამ კუთხით უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ „საპენსიო სააგენტოს" ახალ ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ამ დროისთვის საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი 110 მილიონი, ხოლო რეგისტრირებულია მილიონ 113 ათასი მონაწილე.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმაა საფინანსო სექტორში, რომელიც საქართველოში განხორციელდა.

„ ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას მომავალში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს“,-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, „საპენსიო სააგენტოს" ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სამომავლოდ "საპენსიო სააგენტოს", საკანონმდებლო კუთხით, სრულ მხარდაჭერას დაპირდა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო