ეგვიპტე და ყატარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

ეგვიპტე და ყატარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ეგვიპტის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ეგვიპტის არაბულმა რესპუბლიკამ და ყატარის სახელმწიფომ დღეს, 20 იანვარს, ოფიციალური ნოტები გაცვალეს, რომლის თანახმადაც, ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების განახლების შესახებ შეთანხმდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები 3 წლის წინ გაწყვიტეს. აღნიშნულმა ქვეყნებმა კატარი ტერორიზმის მხარდაჭერასა და რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს. ყატარმა ბრალდებებს "გაუმართლებელი" და "უსაფუძვლო" უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო