აკაკი ბობოხიძე - სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი

დღეს გაჩერებული ეკონომიკა ქვეყნისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ხოლო "ქართულ ოცნება" ამ გამოწვევას ვალების აღებით პასუხობს და არა ეკონომიკის გახსნით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ ხელისუფლების მიმართ 15-მდე ბიზნესასოციაციის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნის გარეშე, ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მძიმე გამოწვევებს დიდხანს ვერ გაუძლებს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეკონომიკურ პრობლემებს "ქართული ოცნება" პასუხობს მხოლოდ ვალების აღებით და არა ეკონომიკის გახსნით. ეკონომიკის გახსნის გარეშე ვფიქრობ, რომ გველოდება ძალიან მძიმე მომავალი და ეს მძიმე მომავალი იქნება ქართველი ხალხის პრობლემა და არა "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს და პირიქით, ჩვენი სახელით აღებულ ვალებში მათ ხელი აქვთ ჩაყოფილი, თავიანთ მომავლს უზრუნველყოფენ. ეკონომიკის გახნის გარეშე მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არ არსებობს. დღეს "ქართული ოცნება" მხოლოდ იმაზე უნდა გველაპარაკებოდეს თუ როგორ აპირებს ის 1-ლი თებერვლის მერე ეკონომიკის გახსნას. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი. მთავრობას არამარტო უნდა ჰქონდეს გეგმა, არამედ ამას უკვე უნდა აცხადებდეს. თუ "ქართული ოცნება" აპირებს რომ რამე გახსნას, ის ამ შემთხვევაში ბიზნესს უკვე უნდა ეუბნებოდეს ამის შესახებ. რას აპირებს "ქართული ოცნება" არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის ეკონომიკურმა აგენტებმაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ ვაიძულოთ "ქართული ოცნება", რომ ჩვენი გეგმის მიხედვით გახსნან ეკონომიკა, რადგან შეუძლებელია ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, მსგავს პირობებში დიდხანს გაძლოს“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, ბიზნეს ასოციაციები აცხადებენ, რომ „ლოქდაუნის“ სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა. 15-მდე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგულაციების და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში ეკონომიკისათვის განმსაზღვრელი ყველა დარგის ამუშავება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს