გიგა ბოკერია ადგილობრივ არჩევნებზე - ვერ გამოვრიცხავ ვერცერთ სცენარს, მათ შორის ვერც ბოიკოტს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. აღნიშნულის შესახებ მან გადაცემა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიურსუმში“ განაცხადა.

„მე ვერ გამოვრიცხავ ვერც ერთ სცენარს, ვერ გამოვრიცხავ ვერც ბოიკოტს, რადგან ზოგჯერ ეს არის ხოლმე ეფექტური ინსტრუმენტი, რომ მიაწღიო მთავარ ამოცანას ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს, ზოგჯერ პირიქით - შეიძლება მონაწილეობა აღმოჩნდეს ეფექტური ინსტრუმენტი მაგ ამოცანის მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა, რომ წელსვე მივაღწიოთ ვადამდელი ნორმალური არჩევნების ჩატარებას, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ანუ შეგნებამდე ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიყვანის შემთხვევაში ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტების - გაწელვა გამოსავლის არის ქვეყნისთვის საზიანო და რისკების გამზრდელი, ასევე მათთვის რისკების გამზრდელი, რადგან ბრაზი რომ გროვდება, მერე ამოხეთქავს ხოლმე სხვანაირად, რაც არ არის კარგი, როცა ამას მიხვდებიან შიდა და გარე ფაქტორების დახმარებით მაშინ გვექნება ნორმალური არჩევნები“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არსებულ კრიზისს წინა ხელისუფლებას აბრალებს, როცა „ქართული ოცნება“ უკვე წლებია ხელისუფლებაშია. ბოკერია აღნიშნავს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნას ხალხს ამადლის, რაც სამარცხვინოა.

„კრიზისს ხომ აღიარებს, თუ ამხელა კრიზისია სად მიდის მაშინ? რა სინდისით ეუბნება ხალხს, რომ „ასეთ გაჭირვებაში მივდივარ“. მეორე - თქვენ ალბათ დააკვირდით, მან თქვა ჩემი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო პოლიტიკაში მისვლა, პრემიერი რომ გავხდიო, ანუ ეს ადამიანი ამადლის ხალხს, იმას კი არ ამბობს, რომ პატივია, როცა გირჩევენ, არა გვამადლის ამას ყველას და პირველ რიგში მის მომხრეებს. დამამცირებელი მიდგომა სულ ჰქონდა ხალხის მიმართ, რომ ის სამსახურში კი არ არის და საკუთარი ქვეყნის, არამედ ეს ქვეყანა უნდა იყოს მადლიერი მისი, ახლავე, სიცოცხლეშივე, სამარცხვინო ამბავია და ჩვენ ამ სამარცხვინო მემკვიდრეობისგან დემოკრატიული არჩევნებით უნდა გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა