დონალდ ტრამპი - ჩვენ რაღაც ფორმით დავბრუნდებით

დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამგზავრებამდე ენდრიუსის ავიაბაზაზე შეკრებილ მოქალაქეებს ბოლოჯერ მიმართა.

მან ყველას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, ისაუბრა ეკონომიკურ მიღწევებსა და კორონავირუსის კრიზისზე.

„ჩვენ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა გვაქვს. ჩვენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა გვაქვს. პანდემიისგან ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ, ისევე როგორც მთელმა სამყარომ. თქვენ საოცარი ხალხი ხართ. ეს დიდებული ქვეყანაა. ჩემთვის უდიდესი პატივია და პრივილეგია, რომ ვიყავი თქვენი პრეზიდენტი. მე ყოველთვის ვიბრძოლებ თქვენთვის, მე მოგისმენთ და გეტყვით, რომ ამ ქვეყნის მომავალი ამაზე უკეთესი არასდროს ყოფილა. მე მომავალ ადმინისტრაციას დიდ იღბალსა და წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მათ დიდი წარმატება ექნებათ. მათ აქვთ საფუძველი, რომ შთამბეჭდავი საქმეები აკეთონ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, წარმოუდგენელი იყო და ამ ყველაფერს თქვენს გარეშე ვერ შევძლებდი. ასე, რომ ნახვამდის. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. ჩვენ რაღაც ფორმით დავბრუნდებით“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ტრამპმა გადაწყვიტა, მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დასწრებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს