ჯო ბაიდენი - ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, აღსადგენი და გასაჯანსაღებელი, ბევრი გვაქვს ასაშენებელი და მოსაპოვებელი

ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი, აღსადგენი და გასაჯანსაღებელი, ბევრი გვაქვს ასაშენებელი და მოსაპოვებელი, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ინაუგურაციაზე მიმართვის დროს განაცხადა.

არჩეულმა პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19 უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც იმაზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა.

„ჩვენი ერის ისტორიაში ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღმოჩენილა უფრო დიდი სირთულისა და გამოწვევის წინაშე, ვიდრე ახლა ჩვენ ვდგავართ,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, პანდემიამ ბევრი სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა და ადამიანებს ტკივილი მოუტანა ქვეყანას და ის, რაც ამ სირთულეების დასაძლევად აუცილებელია, ქვეყნის ერთიანობაა.

”ამ გამოწვევების დასაძლევად, სულის აღსადგენად და ამერიკის მომავლის უზრუნველსაყოფად, სიტყვაზე ბევრად მეტია საჭირო. ეს მოითხოვს: ერთიანობას,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს