ჯო ბაიდენი - ამერიკა უკეთესი უნდა იყოს!

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისტორიული კრიზისებისა და გამოწვევების წინაშე დგას.

„ერთიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა. არსებობს მხოლოდ რისხვა და მძვინვარება. არ არსებობს პროგრესი, არის მხოლოდ დამღლელი გულისწყრომა. ეს არის ჩვენი ისტორიული მომენტი კრიზისებისა და გამოწვევებისა და ერთიანობა არის წინ მიმავალი გზა. მოუსმინეთ ერთმანეთს. დაინახეთ ერთმანეთი. პატივი ეცით ერთმანეთს“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ისაუბრა პოლიტიკის წარმოების პროცესში „ტოტალური ომის“ კულტურისა და ფაქტებით მანიპულაციის წინააღმდეგაც.

„ჩემო თანამოქალაქეებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ განსხვავებულად. ამერიკა ამაზე უკეთესი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესია. ჩვენ დღეს პირველად ვართ მომსწრენი, რომ ამერიკის ისტორიაში არჩეულმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო. ამიტომ ნუ მეტყვით, რომ არაფერი იცვლება“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი