იაგო ხვიჩია - რისი აქციების ჩამტარებელია „ევროპული საქართველო"

რისი აქციების ჩამტარებელია „ევროპული საქართველო", - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ "ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის აქტიური მზადება უნდა დაიწყონ.

როგორც ხვიჩია განმარტავს, აღნიშნულის რესურსი უნდა არსებობდეს.

„რისი აქციების ჩამტარებელია „ევროპული საქართველო“, თორემ რამდენი ხანია ამას ვითხოვთ, მოლაპარაკების პროცესისთვის თუ რამე შეგვიძლია, ქენით, მე არ შემიძლია, „გირჩი“ პატარა ვარ, ეს ამ ქვეყანაში თუ ვინმეს შეეძლო აქამდე, შეეძლო „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ეს ახლა „ნაცმოძრაობასაც“ ეფექტურად არ გამოუვიდა ბევრი სხვადახვა მიზეზის გამო, კორონა, ჩაკეტილი რაღაცები და ა.შ. ზოგადად, ხალხის გამოყვანაზე და რევოლუციაზე ფიქრობდე მაშინ, როცა მათ შორის, შენივე დაძალებით, გარდა „გირჩისა“, ხალხი 9 საათის მერე სახლშია გამოკეტილი, მთელი ქვეყანაა ჩაკეტილი და გარეთ ვერ ბედავს გამოსვლას, ამ ხალხის იმედად რევოლუციას ვაწყობთ, რაც მე უბრალოდ არალოგიკური მგონია. ნებისმიერი მშვიდობიანი მასშტაბური აქციის საბოლოო ჯამში ჩაფიქრებული მიზანი ის არის, რომ თუ გაჩნდა შანსი და ბევრი ხალხი მოვიდა, იქნებ წავიდეთ ხელისუფლების მშვიდობიანად, მაგრამ არაარჩევნების გზით. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, თუ გპარავენ არჩვენებს, რა უნდა გააკეთო, მაგრამ ეს ხომ უნდა შეგეძლოს? ახლა როგორ აღვიქვა „ევროპული საქართველოს“ ეს ნათქვამი სერიოზულად, რანაირად?“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში ნათქვამი, რომ თუკი, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, „გირჩიც“ შევა, ხვიაჩია აღნიშნულს ადასტურებს.

„ძალიან სასაცილო იქნება , „ნაციონლური მოძრაობა“ თუ შევა, „გირჩი“ რომ არ შევიდეს, ეს როგორ ავხსნა. ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ველაპარაკებით და ზოგადად, კარგი ურთიერთობები გვაქვს „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლიან ლიდერებთან, თორემ უპასუხისმგებლო ხალხი ყველა პარტიას ჰყავს. „გირჩისთვის“ მთავარი პოლიტიკაში ადამიანურობაა. ჩვენ ადამიანურობა რომ გავიტანეთ ამ პოლიტიკიდან, პოლიტიკოსები რაღაც პლასტმასის თოჯინები გახდნენ, ამიტომ დაგვემართა, ის რაც დაგვემართა აქამდე, ჩვენ გვინდა ადამიანურობის შემოტანა პოლიტიკაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის"გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა: "უნდა დავიწყოთ აქტიური მზადება მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის, ეს მუხტი არსებობს და იარსებებს".

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს