გიორგი ვაშაძე „გირჩზე“ - არც წაკითხვა უნდათ, არც მოსმენა და არც გაგება, იწილო-ბიწილოსთან გვაქვს საქმე - სადამდე უნდა წავიდეს ეს აბსურდის თეატრი?

ფუნდამენტურად მცდარი მიმაჩნია ნებისმიერი ახალი ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან, როცა ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ისინი მზად არიან რაიმე ფორმით ისაუბრონ რიგგარეშე, ან ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, „პოზიციის ცვლილებებთან დაკავშირებით არავისთან არ აპირებს საჯარო შეხვედრების გამართვას.

„აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს მოლაპარაკებების სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, შეიძლება ამ ხალხს გამოცდილება არ აქვს და არ იციან საერთოდ მოლაპარაკებების წარმოება, როცა გინდა შედეგზე გახვიდე. ერთია, იმსჯელო შენ თვითონ დახურულ კარს მიღმა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან სხვადასხვა ვერსიებზე, მეორეა, საჯარო სივრცეში მუდმივად კომპრომისული წინადადებებით გამოდიოდე. საერთოდ ვერ ვხვდები, რა ლოგიკაა და რა შინაარსია ამაში ჩადებული... უკვე აბსურდთან გვაქვს საქმე, ამ ხალხს იქნებ როგორმე გავაგებინოთ, არც წაკითხვა უნდათ, არც მოსმენა და არც გაგება, იწილო-ბიწილოსთან გვაქვს საქმე. შეხვედრა კი არ იგეგმებოდა ტელევიზიებით და .აშ. ვახო მეგრელიშვილმა მომწერა, როდის ჩამოდიხარო და რომ ჩამოხვალ შევხდეთო, როგორც დეკემბერში მოხდა ასეთი შეხვედრა - მომწერა, ოფისში ვიყავი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, შემოგვიარა და ვისაუბრეთ,ვიდრე ჩამოვიდოდი, ტელევიზიით შეხვდნენ "მოქალაქეებს", რაღაც საჯარო პროცესი დაიწყეს, ახალი ინიციატივა გვაქვს და ამ ინიციატივით შევხვდებით გიორგი ვაშაძესო. მივწერე კიდეც, მეგობრებო, არასწორია საჯარო შეხვედრები და არასწორია პოზიციების ცვლილებები საჯარო სივრცეში, როცა არანაირი კომპრომისი და არანაირი წინადადება არ გვაქვს, ტელევიზიების თანდასწრებით დამიგეგმეს შეხვედრა მე და ჩემ თანაგუნდელებს, უნდათ დამითანხმონ საჯარო სივრცეში რაღაცაზე.შეხვედრა რა პრობლემა იყო, მაგრამ ისე საუბრობენ ეს ადამიანები, რომ არ უნდათ შეიგნონ, არ უნდათ გაიგონ. არ ვიცი ამით თავის პოლიტიკაში დამკვიდრება უნდათ, თუ რა, ვერ გავიგე. თან ეს წინასწარ მივწერე, არ ვეთანხმები ამ პროცესს მეთქი, რა ფორმატები შემიდგინეს, რა ტელევიზიები დამიბარეს, ჩემთან იყო ეს შეთანხმებული? არა!“, - აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, ეს „აბსურდის თეატრი“ სადამდე უნდა წავიდეს, არ ესმის.

„დებატებში გამომიწვია კიდევ და სადამდე უნდა წავიდეს ეს აბსურდის თეატრი აღარ მესმის, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? რა უდნა ვედებატო იაგო ხვიჩიას, მითხარით, რა დებატებზე მელაპარაკება, ვერ გავიგე საერთოდ. პირადად და ინდივიდუალრი შეხვედრის პრობლემა არასდროს ჰქონია მის თანაგუნდელებს ჩემთან, მაგრამ როცა პომპეზურობას, ფორმატებს სძენ რაღაცას, ეს არ არის პირადად შეხვედრა, ეს არის უკვე რაღაც ახალი პროცესის წარმოქმნის ილუზიის შექმნა, რომელიც საბოლოო ჯამში ილუზიას უქმნის „ქართულ ოცნებას“ რომ ოპოზიცია მზად არის ყველაფრისთვის და ვეღარ მივიღებთ შედეგებს მოლაპარაკებისგან“, - აღნიშნავს ვაშაძე.

მისივე თქმით, პარტიების მხრიდან ყველა გამოხტომა აზიანებს საერთო ოპოზიციურ პოზიციას და ხელს უშლის შედეგზე გასვლას მოლაპარაკებების პროცესში.

"პირდაპირ გეტყვით, ყველა ასეთი გამოხტომა პოლიტიკური პარტიების მხრიდან აზიანებს, ასუსტებს საერთო ოპოზიციურ პოზიციას და სამწუხაროდ, ხელს უშლის შედეგზე გასვლას ამ მოლაპარაკებების პროცესში. არაფერი მგავსი არ ყოფილა გასულ წელს და კიდევ კარგი, რომ ეს ადამიანები უშაულოდ არ იღებდნენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თორემ გასულ წელსაც შეიძლებოდა ბევრი პრობლემა გვქონოდა",- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, მას დიპლომატებთან პირადად აქვს კომუნიკაცია.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)