ჯორჯ ბუში ჯო ბაიდენს - ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო პრეზიდენტო, თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ბარაქ ობამასა და ბილ კლინტონთან ერთად აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესს გამოეხმაურა და ახალ პრეზიდენტს წარმატება უსურვა.

„ის ფაქტი, რომ სამი ჩვენგანი ერთად ვდგავართ და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციონალურ მთლიანობაზე მეტყველებს. ამერიკა დიდსულოვანი ქვეყანაა, ამერიკელები დიდი გულის მქონე ხალხია. სამივეს გაგვიმართლა, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტები ვიყავით,” - აღნიშნა ჯორჯ ბუშმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ გამართული ღონისძიების დროს.

მან ახალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი წარმატების იმედი მაქვს. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. ღმერთმა დაგლოცოთ,“ - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო