ბარაქ ობამა ჯო ბაიდენს - უნდა მოუსმინოთ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვეთანხმებით, არამედ მათაც, ვისაც არ ვეთანხმებით

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჯორჯ ბუშსა და ბილ კლინტონთან ერთად ჯო ბაიდენს მიმართა და ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა მოუსმინოთ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვეთანხმებით, არამედ მათაც, ვისაც არ ვეთანხმებით,“- აღნიშნა ბარაქ ობამამ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ გამართული ღონისძიების დროს.

მისივე თქმით, ამერიკელ ხალხს ერთობით ყველანაირი სირთულის დაძლევა შეუძლია.

„როგორც ამერიკელებს, ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ის, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. ამერიკელი ხალხი ძლიერია, მას გაჭირვების გადატანა შეუძლია და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვერ შევძლებთ, როდესაც ერთად ვმუშაობთ. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანმა დავინახეთ, რომ საუკეთესო ვართ, როდესაც ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ,“- განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო:ბარაქ ობამა ჯო ბაიდენს - უნდა მოუსმინოთ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვეთანხმებით, არამედ მათაც, ვისაც არ ვეთანხმებით

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა