ადვოკატი - გურამ ამირხანაშვილი არის ცალსახად ცრუ მოწმე და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა მივიჩნიოთ როგორც დაუშვებელი მტკიცებულება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, დღევანდელ პროცესზე მაღალი ალბათობით დაიკითხებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილის დაზიანებებთან დაკავშირებით ჩაატარეს ექსპერტიზა. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელ პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილიც დაიკითხოს.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მაღალი ალბათობით დაიკითხებიან ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში გიორგი შაქარაშვილის დაზიანებებთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მოწმე, რომელიც აწვდიდა ინფორმაციას გამოიკითხა და დარჩენილია 12 მოწმე. შესაბამისად, შესაძლოა წარმოდგენილი იქნას მათ შორის გურამ ამირხანაშვილიც. გურამ ამირხანაშვილი არის ცალსახად ცრუ მოწმე და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა მივიჩნიოთ როგორც დაუშვებელი მტკიცებულება. როდესაც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე პირი ცვლის ჩვენებებს და ამას სტრესს აბრალებს, ეს ყოვლად დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, მისი ცრუ ჩვენება არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს. მისი ჩვენებით არ დგინდება, რომ რაიმე ბრალად წარდგენილი დანაშაული დასტურდება, არ დასტურდება არც ძალადობა არც მკვლელობა და შესაბამისად, მისი ჩვენება არარელევანტურია საქმისთვის“, - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.

დღესვე, ამავე საქმის სხვა ეპიზოდზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 5 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო