ადვოკატი - ბრალდების მხარის მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას - გამამართლებელ განაჩენს ალტერნატივა არ აქვს

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, ვერც ერთი აქამდე დაკითხული მოწმის ჩვენებით და გამოკვლეული მტკიცებულებით განზრახ მკვლელობის ფაქტი ვერ დასტურდება და სამართლებრივი თვალსაზრისით გამამართლებელ განაჩენს ალტერნატივა არ აქვს.

„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა განზრახ მკვლელობას ადგილი და ჩაიდინეს თუ არა ეს ქმედება წარმოდგენილმა ბრალდებულებმა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას. ვერც ერთი აქამდე დაკითხული მოწმის ჩვენებით და გამოკვლეული მტკიცებულებით განზრახ მკვლელობის ფაქტი ვერ დაადასტურა ბრალდების მხარემ და ვერც დაადასტურებს დარჩენილი მოწმეებით. სამართლებრივი თვალსაზრისით გამამართლებელ განაჩენს ალტერნატივა არ აქვს და შეუძლებელია რომელიმე პირის ბრალეულობაზე იყოს საუბარი”, - აღნიშნა შოთა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა