ნინო წილოსანი - გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

გიგა ბოკერიას განცხადება იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის - მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია და ყოველ მომდევნო არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო და უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

წილოსანის თქმით, "ევროპული საქართველოს" სასოწარკვეთილებას კარგად დაასრულებს ის ფაქტი, თუ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას.

"რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ნამდვილად ვემხრობით და ვაღიარებთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ აქციები, რასაც ისინი აანონსებენ, დესტრუქციის გამოწვევას და შედეგის ძალადობრივი გზით მიღწევას ისახავს მიზნად - იმ შედეგის, რასაც არჩევნებით ვერ აღწევენ. არჩევნების და ხალხის ნების გამოხატვის ალტერნატივა ძალადობრივი დემონსტრაციები ვერასდროს იქნება. დარწმუნებული ვარ, ძალადობრივ სცენარებს არც ოპოზიციის ამომრჩეველი ეთანხმება", - განუცხადა ჟურნალისტებს წილოსანმა.

შგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. აღნიშნულის შესახებ მან გუშინ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიურსუმში“ განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა