თამარ გაბუნია - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 მილიონ 700 ათასამდე ადამიანის მოცვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე, რომ შესაფერის იმუნურ დაფარვას მივაღწიოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, ვაქცინაცია წლის პირველ კვარტალში დაიწყება და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება, რასაც შემდგომ სხვა რისკ ჯგუფების აცრა მოჰყვება.

„იმუნიზაცის პროგრამის გაშლა იგეგმება ეტაპობრივად. პირველ ჯგუფში მოხდება მეტად მაღალი რისკის ჯგუფების მოცვა, რომელსაც შემდეგ დაემატება სხვა პირები. პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი გახლავთ ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა ჯამურად ამ ჯგუფის არის 71 ათასი, მოცვის მაჩვენებლი 65%. აქ არის დაშვება იმგვარი, რომ რიგ შემთხვევაში ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან ექნება იმგვარი თანმხლები მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც ვაქცინაცია შესაძლებელია არ იყოს ნაჩვენები. ამრიგად სამიზნე მოცვა არის 65%, რაც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იქნება 46 ათასი ჯანდაცვის მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე ძალიან მალე და ეს იქნება მაღალი ალბათობით ამ წლის პირველი კვარტალი. როგორც კი მივიღებთ ვაქცინებს და უკვე ველოდებით, რომ ვაქცინებს მივიღებთ პირველივე კვარტალში, დაიწყება ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამას შემდეგ მოყვება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი - ხანდაზმულთა სახლები, პანსიონატები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. ეს სამიზნე ჯგუფი დიდი არ არის, სულ 2600-ია მოსახლეობის რაოდენობა და 60%-იან მოცვაზეა განსაზღვრული. ამას შემდეგ მოჰყვება ასაკობრივი ჯგუფები, 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები. ესენი არიან ყველა პირველი ჯგუფის ბენეფიციარები. ასევე ესენციური, ანუ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისებზე, რომელთა შეუფერხებელი ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული სერვისები. მიმწოდებლების რაოდენობა აქ 180 ათასია და სამიზნე მოცვა დაახლოებით 108 ათასია. ამის შემდეგ მოდის, ნაკლებად რისკის მქონე ჯგუფები 55-დან 64 წლის ფარგლებში. რაც შეეხება უფრო ახალგაზრდა პირებს, აქ გამოყოფილია ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც იქნება ჩვენება ვაქცინაციისთვის. ჩამონათვალი ძალიან ამომწურავი და ყოვლისმომცველია. ყველა ის ქრონიკული მდგომარეობაა გათვალისწინებული, რაც შესაძლოა რისკ ფაქტორი გახდეს სამომავლოდ თუ პაციენტს შეხვდება კორონავირუსი. ჯამურად ეს ჯგუფები, მაღალი რისკის ჯგუფები გამოდის 830 ათასი ადამიანი და ამის შემდეგ მოდის მოსახლეობის სხვა ჯგუფები, რომ მივაღწიოთ მოსახლეობის 60%-ის მოცვას. ესეც არის 860 ათასი დაახლოებით, ანუ ჯამურად 1 მილიონ 700 ათასამდე ადამიანის მოცვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ შესაფერის იმუნურ დაფარვას ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გაბუნიამ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი