რუსეთში ახალწვეულს 8 სამხედრო მოსამსახურის მკვლელობისთვის 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ჩიტას სამხედრო რაიონულმა სასამართლომ რუს ახალწვეულს, რამილ შამსუტდინოვს, რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე 8 სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის გამო, 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შამსუტდინოვის ადვოკატების მტკიცებით, ახალწვეული ბულინგის მსხვერპლი იყო. ადვოკატებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს შამსუტდინოვის ღია წერილი, სადაც ის სინანულს გამოთქვამს, რომ თავი ვერ შეიკავა, მაგრამ აღნიშნავს, რომ აღარ შეეძლო იმის ატანა, როგორც ექცეოდნენ და რამაც სიცოცხლე "ჯოჯოხეთად" უქცია.

ცნობისათვის, შემთხვევა იმიერბაიკალეთის მხარეში გასული წლის 25 ოქტომბერს მოხდა, როდესაც რამილ შამსუტდინოვმა სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 8 და დაშავდა 2 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა