პრეზიდენტი - პირველად ისტორიაში, ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული,  სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ისტორიულია.

ზურაბიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა.

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები ბრიუსელიდან. აქ ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევით არაფერი არ ხდება, ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის მერე, 30 წლის მერე, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაში ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული. სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის იმიტომ, რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით ამ გამარჯვებისა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელო საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

იხილეთ ვიდეო:სალომე ზურაბიშვილი - ეს არის საყრდენი, რომელზეც მომავალი უნდა აშენდეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს