იუსტიციის მინისტრი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, რუსეთმა ომის პერიოდში დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი

საქართველომ რუსეთის წინააღდმდეგ 12-წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში გაიმარჯვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი.

"სტრასბურგის სასამართლოში ბოლო მოსმენისას, ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული - საქართველომ 12- წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, გაიმარჯვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით მიიღო, რომელი გადაწყვეტილებაც არ საჩივრდება და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს. აქედან გამომდინარე, მას შეეფარდება პასუხისმგებლობა, საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.

სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

იხილეთ ვიდეო:იუსტიციის მინისტრი - საქართველომ 12-წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, გაიმარჯვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა