გია ვოლსკი - მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არამარტო სააკაშვილს, არამედ „საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს".

„არის რამოდენიმე მთავარი საკითხი, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ არა თუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ. ეს არის მთავარი თემა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა ისეთი დარღვევების ფონზე, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის შედეგებზე. ჩვენი პარტნიორების დასკვნაც სწორედ ამ შინაარსისაა. არის მეორე თემა, რაც შეეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების, ამომრჩევლის და საერთოდ სახელმწიფოს ინტერესების წინაშე. ჩემი პოლიტიკური ანტიპათიის თუ განსხვავების მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არა მარტო სააკაშვილს, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში. თუკი ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, რასაკვირველია, ისიც უნდა იცოდეს, რომ არსებობს თემები, რაზეც საუბარი არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გამჭვირვალე მოლაპარაკებებიც, შეხვედრებიც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საჯაროდ ვამბობ, რომ მზად ვართ მასთან შეხვედრისთვის. დისკუსია გაგრძელდება ალბათ, ერთი ორი შეხვედრით არ ვიცი წინასწარმეტყველებაში ვერ გადავვარდები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისასალემებელია ის პასუხისმგებლობა, რასაც კონკრეტული სუბიექტი იჩენს ქვეყნის წინაშე და მისი სტაბილურობის აუცილებლობის გათვალისწინებით. ვინც არ უნდა იყოს არა მხოლოდ ელისაშვილი, არამედ ნებისმიერ სხვასთან ამ თემებზე ვართ მოლაპარაკებებისთვის,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს.

იხილეთ ვიდეო:ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების სურვილს გამოთქვამს - ვოლსკი შეხვედრისთვის მზადაა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს