გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის,  სამოქალაქო პირების დაკავებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ კონვენციის ის მუხლები დაასახელა, რომლის დარღვევისთვისაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ დავაში საქართველო გაამართლა.

„რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  1. წამების აკრძალვის მუხლი - სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მოთხოვნა და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადაამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. ასევე რუსეთმა დაარღვია;
  2. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - რუსეთის სამხედრო ძალებისა და მის მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ აგრეთვე გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა: მიმოსვლის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს