გია ვოლსკი დავით გარეჯის საქმეზე - ხედავთ, თუ რა გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, რათა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ ადამიანები, რომელთა წინაშე სეროზული ბრალდებებია

ხედავთ, თუ რა გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, რათა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ ადამიანები, რომელთა წინაშე ძალიან სეროზული ბრალდებები დევს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის ფარგლებშიც დღეს პროკურატურამ ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

მისივე თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს წინააღმდეგ კონსპირციული მოქმედების ყველა ნიშანი იყო.

"ფაქტია, რომ ვერც ივერი მელაშვილი და ვერც ილიჩოვა პირადი მერკანტილური შეხედულებებით ვერ იმოქმედებდნენ, გამოძიება წინაა, სასამართლოს დასკვნა ამაზე იქნება საგანგებო მნიშვნელობის. ხედავთ, თუ რა გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ოპონენტები, რათა პოლიტიკურ პატიმრებად აღიარონ ადამიანები, რომელთა წინაშე ძალიან სეროზული ბრალდებები დევს. პოლიტიკურ ასპექტს თუ გავუსვამთ ხაზ და აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებმაც გადაწყვეტილეს, რომ საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორია შეიძლება გასხვისებულიყო, დღემდე ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით. ეს ფაქტი, მგონია, რომ ვერანაირად ვერ იქნება შერყეული. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველაფერს საბოლოოდ წერტილი სასამართლომ უნდა დაუსვას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა. გამოძიების ფარგლებში, ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმდებები, მათ შორის, ბრალდებული ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს. კერძოდ: მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა