თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც ჩვენ არ გვქონდა, 2013 წლიდან სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„პირველად ვამბობ ამას საჯაროდ, ვინაიდან დავა დასრულებულია და გადაწყვეტილებაც საბოლოოა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს და პარტნიორს, რადგან ის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც ჩვენ არ გვქონდა, არ გვქონდა ხუთი წლის მანძილზე, 2013 წლიდან სანთლით ვეძებდით, ჩვენ სწორედ მათი დახმარებით, 2018 წელს, საუბარია „ისკანდერზე“, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო, დავაბრუნეთ საქართველოში. ამით ჩვენი პოზიციები ერთი ორად გამყარდა, ვინაიდან მანამდე ღია სხდომებზე, მათ შორის სტრასბურგში გამართულ სხდომებზე გამოდიოდნენ რუსი სამხედროები და გვეუბნეოდნენ დაცინვით, გორში ისკანდერი არ ჩამოვარდნილა და ის ფოტოები, რაც ჩვენ გვქონდა, იყო ფოტოშოპით შექმნილი“, - განაცხადა წულუკიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს