სოზარ სუბარი - სტრასბურგის გადაწყვეტილება მართლა ისტორიულია - ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე

ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი რიგი მტკიცებულებები გამქრალი იყო წინა ხელისუფლების დროს.

"სტრასბურგის გადაწყვეტილება მართლა ისტორიული გადაწყვეტილებაა. საქართველომ ყველა პუნქტში მოიგო. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე. ამაზე დიდი ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში არ გადადგმულა. მთელი რიგი მტკიცებულებები იყო დაკარგული და გამქრალი, გამქრალი სწორედ წინა ხელისუფლების ძალისხმევით და თეა წულუკიანმა და მისმა გუნდმა უზარმაზარი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებები საქართველოში დაბრუნებულიყო. ყველა ადამიანი ვინც გარკვეული ინფორმაციის მომცემი იყო, მათი დაკითხვა და მათგან ინფორმაციის შეგროვება მომხდარიყო, ყველა შეგროვებული მტკიცებულება წასულიყო სტრასბურგში და იქაც მაღალ იურიდიულ დონეზე მომხდარიყო საქართველოს ინტერესების დაცვა. ამის შედეგი იყო ის, რომ საქართველომ გაიმარჯვა ყველა პუნქტში, არა მხოლოდ ცხინვალის მიმართულებით, არამედ იგივე მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებითაც. მთავარი გამარჯვება აქ ისაა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დეოკუპაციას აახლოვებს", - განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა