სოზარ სუბარი - ყველას აქვს უფლება აქციები მართოს, თუმცა, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ შანსს, რაც მისცა ამონრჩეველმა და შემოვიდოდნენ პარლამენტში

20 ივნისს შტურმი პარლამენტზე ისეთივე დანაშაულია, როგორიც იყო კაპიტოლიუმის შტურმი, თვისობრივად, ამ ორ მოვლენას შორის განსხვავება არ არის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი ოპოზიციის მიერ აქციების დაანონსებას გამოეხმაურა და მათ ურჩია, რომ უმჯობესი პარლამენტში შესვლა იქნებოდა.

"ჩვენ ყველამ დავინახეთ ამ რვა წლის განმავლობაში ოპოზიციის აქციების რაოდენობა, კი ბატონო, შეუძლიათ გამართონ აქციები, ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია არის დაშვებული კანონით. თუ გადაიზრდება ეს კანონის დარღვევაში როგორც იყო 20 ივნისის შტურმი პარლამენტზე, ეს ისევე დაიგმობა და აღიკვეთება როგორც მაშინ აღიკვეთა. ეს ისეთივე დანაშაულია როგორიც იყო კაპიტოლიუმის შტურმი და კაპიტოლიუმში შეჭრა, თვისობრივად, ამ ორ მოვლენას შორის განსხვავება არ არის, განსხვავება არის მარტო შინაარსში, კაპიტოლიუმში მოახერხეს შეჭრა და სამწუხაროდ, 4 ადამიანი დაიღუპა.

დანარჩენი, კანონის ფარგლებში ყველას აქვს უფლება აქციები მართოს, თუმცა, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ იმ შანსს, რაც მისცა ამონრჩეველმა და შემოვიდოდნენ პარლამენტში, ბუნებრივია პარლამენტში მუშაობა არ უშლის მათ ხელს აქციების გამართვაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისათვის, გაზაფხულიდან აქციების გამართვა "ევროპული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დაანონსა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა