მამუკა მდინარაძე - დავით გარეჯის საქმეზე გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ საქმე გვქონდა საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან - რასაც ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები არ აკეთებდნენ, ჩვენი წარმომადგენლები აკეთებდნენ

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ თავის დროზე საქმე გვქონდა საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან - რასაც მაშინ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები არ აკეთებდნენ, სამწუხაროდ, ჩვენი წარმომადგენლები აკეთებდნენ, - აღნიშნული შეფასება დღეს ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, ჩანაწერებში ჩანს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯით უკან არ იხევდა, საქართველოს კონკრეტული წარმომადგენლებისგან განსხვავებით.

"ბრალდებულთა წრე გაფართოვდება თუ არა, ეს დამოკიდებულია გამოძიების კონკრეტულ შედეგებზე. დღეს ვიხილეთ პროკურატურის მიერ ლეგიტიმურად მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, მინიმუმ ეჭვის საფუძველი, რომ იქ შესაძლოა სხვა პირთა თანამონაწილეობასთან გვქონდეს საქმე და ზემდგომი ორგანოების თუ პირების დანაშაულებრივ ჩარევასთან, თუმცა ეს ეჭვია და ამის იქით შეფასებას ვერ გავცდებით. ჩანაწერი ადასტურებს, რომ თავის დროზე საქმე გვქონდა საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან, რასაც მაშინ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები არ აკეთებდნენ, სამწუხაროდ, ჩვენი წარმომადგენლები აკეთებდნენ.

დღეს ობიექტურად მოფიქრალი კადრების ნახვის შემდეგ დარწმუნდებოდა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებასთან. ვინ არიან მისი შემკვეთები, ავტორები, სულისჩამდგმელები და ა.შ. რომლებიც როგორც ჩანს, პირთა ვიწრო წრეს არ მოიცავს, გამოძიებით უნდა დადგინდეს, მაგრამ კადრებში კარგად ვისმენდით, თუ როგორი იყო გარკვეული მესიჯები ფარულ ჩანაწერში. ჩვენც აქამდეც დარწმუნებული ვიყავით, რომ არ იყო შემთხვევითი და ვიღაცის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება მხოლოდ მათი თვითშემოქმედება. ამას დრო და გამოძიება გვაჩვენებს. კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო