ინდოეთში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუნში ვაქცინის მწარმოებელ უდიდეს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

BBC-ის ინფორმაციით, ხანძარს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა.

კომპანია Serum Institute-ში აცხადებენ, რომ ხანძარი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც ვაქცინის უშუალო წარმოება არ ხდება და პროცესი არ შეჩერებულა.

BBC-ის ცნობით, ქარხანაში Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ. ხანძრის გამომწევევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო