სოზარ სუბარი - სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ისე რომ დელიმიტაცია და დემარკაცია მომხდარი არ იყო - ამას მე ვუწოდებ სამშობლოს ღალატს

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ისე რომ დელიმიტაცია და დემარკაცია მომხდარი არ იყო - ამას უბრალოდ, მე ვუწოდებ სამშობლოს ღალატს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულებს, როგორც სუბარი აღნიშნავს, ეს პოლიტიკური შეფასების საგანი არ არის და სასამართლოსა და გამოძიების გასარკვევია.

"დავით-გარეჯში ერთი წელი ვმსახურობდი, როდესაც მონატერი ეკურთხა. იქიდან ვიბრძოდი, რომ რუსების სამხედრო პოლიგინი გასულიყო, მოგვეშორებინა საერთოდ საქართველოდან და ეს ძეგლი გადაგვერჩინა. დღეს შემიძლია ვთქვა ის, რასაც 2006 და 2012 წელს ვამბობდი, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა დავით- გარეჯის თემა, როდესაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად გაუგონარ განცხადებებს აკეთებდა. პრაქტიკულად უაპელაციოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოაცხადეს მაშინდელმა თანამდებობის პირებმა, რომ გარეჯი არ არის საქართველო. ეს ტყუილია. საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველამ კარგად იცოდა და ვიცოდით, რომ დავით- გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც ახალა დავა მიდის, კონკრეტულად უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტერი საქართველოს ნაწილი იყო. დავით- გარეჯის ერთადერთი ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო, იყო ბერთუბანი, მასზე ჩვენ არ ვდაობდით. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ქართული კულტურის ძეგლი იყო, მაგრამ ტერიტორიულად საბჭოთა დაყოფის მიხედვით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო მოქცეული. ამ ფონზე, როდესაც უცებ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ისე რომ ჯერ ეს დადგენილი არ იყო, დელიმიტაცია და დემარკაცია მომხდარი არ იყო, ამას უბრალოდ მე ვუწოდებ საქართველოს, სამშობლოს ღალატს და სხვა რამე არ შეიძლება დაერქვას. რაც შეეხება კონკრეტული პირების დანაშაულს, ამაში არ ჩავებმები. ამას გამოძიება და სასამართლო განსაზღვრავს. ეს პოლიტიკური შეფასების თემა არ არის. პოლიტიკური შეფასების თემა არის ის, რომ როდესაც ჯერ არ არის გაკეთებული დემარკაცია და დელიმიტაცია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კულტურის მინისტრის მოადგილე და მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის, ამას არაფერი არ შეიძლება დაერქვას გარდა ქვეყნის ღალატისა,"- განაცხადა სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო