მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მხარეებმა ზოგადი განათლების მიმართულებით სამომავლო პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს, მათ შორის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერისა და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების თვალსაზრისით.

"მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებისათვის, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, არის შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების შესახებ და დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოცხოეწერში დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო