კახა ბექაური - უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება

მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე გააკეთა.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს „მთავარი არხის" ეთერში სავარაუდო უხამსობის შემცველი სიუჟეტი განიხილა, რომელზე გადაწყვეტილებასაც მომდევნო სხდომაზე მიიღებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ სამაუწყებლო ეთერი უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის უხამსობით იყო გაჯერებული.

„იქიდან გამომდინარე, რომ უხამსობის რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი და კანონით ეს რეგულირებადი საკითხია 2009 წლიდან, ჩვენ ამაზე აქტიური მონიტორინგი დავიწყეთ, მოვუწოდეთ მაუწყებლებს, რომ ამ სერიოზულ პრობლემას მიაქციონ ყურადღება და ასეთი შინაარსის შემცველი გადაცემების გავრცელებას მოერიდონ. რადგან, ადამიანებს, როდესაც განსხვავებული მოსაზრებების გამო შეურაცხყოფას აყენებენ დიდი აუდიტორიის წინაშე, ამით მკვიდრდება მანკიერი პრაქტიკა, ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოთქმის სურვილი ჰქონდეს და ის ამას მოერიდოს, იმის გამო, რომ შესაძლოა მას შეურაცხყოფა მიაყენონ, რითიც მისი უფლებები შეიძლება შეილახოს. მე ვსაუბრობ ჩვეულებრივ მოქალაქეზე და არა პოლიტიკოსებზე და საჯარო მოხელეებზე რომლებსაც თმენის ვალდებულება აქვთ და ამ თვალსაზრისით მაღალი სტანდარტი არსებობს და ასეც უნდა იყოს", - განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაურის კომენტარს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა