ივერი მელაშვილის მეუღლე - რასაც დღეს მოვუსმინე, ორი თანამშრომლის ლაპარაკია რაღაც საქმეზე, ვერაფერი დანაშაული ვერ დავინახე

რასაც დღეს მოვუსმინე, ეს არის ორი თანამშრომლის ლაპარაკი რაღაც საქმეზე, მე იქ ვერაფერი დანაშაული ვერ დავინახე, - ამის შესახებ ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებული ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ხალხი, რომელიც სამართლიანობას უნდა იცავდეს, „იმით არიან დაკავებული რა დააბრალონ წესიერ, ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს“ და ამ საქმის გააქტიურებით ჩვენი ქვეყანა ნამდვილად დაზარალდება.

,,ვინაიდან, საქმე მიმდინარეობდა არ იყო გამორიცხული მოსმენები ყოფილიყო, სიმართლე გითხრათ ეს არ გამკვირვებია. თუმცა, როდესაც განაცხადეს, ხვალ გავასაჯაროებთ ამ ჩანაწერებსო ჩემს ქმარში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. ვიცი, რომ სუფთა პატრიოტი და წესიერი, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანია. ვიფიქრე, რაიმე ხომ არ დაამონტაჟეს და ესეც ხომ არ იკადრეს - მეთქი, მაგრამ, რასაც დღეს მოვუსმინე ეს არის ორი თანამშრომლის ლაპარაკი რაღაც საქმეზე, მე იქ ვერაფერი დანაშაული ვერ დავინახე. მახსოვს, ჩემმა ქმარმა ჩიჩხიტურზე თქვა, რომ არსებობს დოკუმენტები სადაც რუსულად წერია, რომ საზღვარი გადის უდაბნოს ქედზე, ჩიჩხიტურის გავლით. ამაზე ძალიან წუხდა, ეს სიტყვა რომ არ ეწეროს, ჩვენ მთლიანად მოვაქცევდით ჩვენ მხარეზეო.

არაფერი იქ დანაშაული არ არის და სამწუხაროა ის ხალხი, რომელიც სამართლიანობას უნდა იცავდეს, პირიქით იმით არიან დაკავებული, რა დააბრალონ წესიერ და ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს. ამასობაში, გარდა იმისა, რომ ამ აზარალებენ აზიანებენ ქვეყანასაც. ამ საქმის გააქტიურებით ნამდვილად დაზარალდება ჩვენი ქვეყანა. თუ ისარგებლებენ იმ რუკებით, რომელიც ხიდაშელმა აქ ჩამოაფრიალა „წითელი ხიდი“ და ძალიან ბევრი სხვა ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა, ის რუკები ძალიან ხარვეზიანია და არ შეიძლებოდა მათი გამოყენება. სინამდვილეში, საქართველოს საზიანოდ არაფერია გაკეთებული, მხოლოდ საქართველოს სასარგებლოდ არის გაკეთებული და თუ ამას ძალიან „გააბუქებენ“ შესაძლოა, პირიქით აზერბაიჯანმა წამოგვიყენოს გარკვეული პირობები“, - აღნიშნა თამარ სულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს