ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელობა არ აქვს ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში შევლენ თუ არა, ისინი არ არიან ოპოზიციონერები და გარიგებულელები არიან „ქართულ ოცნებასთან“

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში შევლენ თუ არა, ისინი არ არიან ოპოზიციონერები და გარიგებული არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ის ფაქტი, რომ ალეკო ელისაშვილი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილია.

"ძალიან დიდი სირცხვილია ამ ქვეყნის, რომ ალეკო ელისაშვილი მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში. მე ყოველთვის ვიყავი ძალიან სკეპტიკურად განწყობილი ალეკო ელისაშვილის მიმართ, ეს იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის რამეს იტყოდა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ „გირჩი“ არ შევა პარლამენტში.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში შევლენ თუ არა, ისინი არ არიან ოპოზიციონერები და გარიგებული არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. იმედი მაქვს, რომ გირჩი არ შევა პარლამენტში, თუ ისინიც შევლენ, ვიტყვი, რომ ისინიც გარიგებულები არიან. დღეს რომ რაღაცას ვლაპარაკობ და ხვალ ამის აბსოლუტური საწინააღმდეგო ვილაპარაკო, მე უნდა ავხსნა, რატომ ვამბობდი გუშინ ერთს და რატომ ვამბობ დღეს - მეორეს, მე უნდა მქონდეს ასეთი არგუმენტები. ელისაშვილი რომ გამოვა პარლამენტში და თავის დემაგოგიურ განცხადებებს გააკეთებს ეს იქნება ხალხის ხმა? ეს რომ იყოს ერთადერთი ტრიბუნა საქართველოში, საიდანაც საუბარი შეიძლება, მაშინ ეს შეიძლება იყოს მისაღები, ზუსტად ვიცით, რომ ამის უკან დგას ფული და გარიგება“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს