ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საქმეზე - რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ - სამიზნე სავარაუდოდ, ბოკერია და სააკაშვილია

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების სამიზნე არის გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ „ზოგადად ამ თემის კონტექსტი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და უსინდისო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“.

„ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დაისჯება, არ დაისჯება, ციხეში იქნება, თუ არ იქნება, ეს ხელისუფლებისთვის სამიზნე და ამოცანა ვერ იქნებოდა. ფაქტია, რომ რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ. ამ სიტუაციაში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების საბჭო, პრეზიდენტი და პარლამენტი, როგორც კოლექტიური ორგანო. პარლამენტს, როგორც კოლექტიურ ორგანოს რამეს ალბათ, ვერ დააბრალებდნენ. საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი მათი სამიზნე არ არის. ალბათ, სავარაუდოდ, ბოკერია - სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „რა ცუდია წინა ხელისუფლება“. ანუ, ჩვენ რა კარგი ვართ და რა კარგ რამეებს ვაკეთებთო კი არა, ისინი იყვნენ ცუდებიო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ეს იყო მთავარი სამიზნე“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა