ნუგზარ კვაშალი - ექიმები გვეუბნებიან, რომ თემურ წიკლაურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - სიცოცხლის ნაპერწკალი იყო და ამის იმედი გვაქვს

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა, თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია 10 დღეში იქნება ცნობილი.

" 10 დღის განმავლობაში ახალს ვერაფერს ვიტყვით. ექიმები გვეუბნებიან, რომ მოვითმინოთ, სტაბილურად მძიმეა. კონსილიუმი თითქმის კვირაში სამჯერ იმართება. დრო სჭირდება, გვითხრეს, რომ 10 დღეში ყველაფერს დეტალურად მოგვახსენებენ. რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი იყო, მაგის იმედი გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ველოდებით ექიმების დასკვნას", - აცხადებს ნუგზარ კვაშალი.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა