თეთრი სახლის პრესსპიკერი - ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს აშშ-ში კიბერთავდასხმების, რუსეთის 2020 წლის არჩევნებში ჩარევისა და ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ანალიზი დავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს აშშ-ში განხორციელებული კიბერთავდასხმების, რუსეთის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების და ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს დაწესების სავარაუდო ფაქტების სრული ანალიზი დავალა, - შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.

„ჩენ ვმუშაობთ რუსეთთან აშშ-ის ინტერესების გასაუმჯობესებლად, ამასთან, ვმუშაობთ იმისთვისაც, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უგუნური ქმედებებისთვის. ამ მიზნით, პრეზიდენტმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დეტალურად შეაფასონ ანალიზი კომპანია Solar Winds-ზე განხორციელებული კიბერშეტევების, რუსეთის მიერ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებისა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციის სანაცვლოდ რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესების სავარაუდო ფაქტები“, – განაცხადა ფსაკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია