ლევან დავითაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანთან, ოლგა ალგაეროვასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის საკითხებს. ლევან დავითაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე გარემოსდაცვითი შეფასების კანონმდებლობის შემუშავებისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებებით UNECE-ის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით UNECE-თან სამომავლო თანამშრომლობაზე. მინისტრმა ოლგა ალგაეროვას ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და ნარჩენების მართვის სფეროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

სამინისტროს ინფორმაციით, ოლგა ალგაეროვამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში გარემოსდაცვით სფეროში არსებული პროგრესი და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხრიდან სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანმა, ოლგა ალგაეროვამ აპრილში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დაგეგმილ მინისტერიალზე, სადაც კომისიის წევრი სახელმწიფოები ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, მინისტრი პირადად მიიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა