ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც ეხება საწარმოების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დანერგვას და შესაბამის აღსრულების მექანიზმებს; შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ საქმიანობებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებზეც გავრცელდება ახალი მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ცვლილებების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის 1 ივნისიდან იგეგმება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ნოზაძის თქმით, „მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს პანდემიით გამოწვეული ვითარება და ბიზნესს მისცეს გონივრული ვადა, ზემოხსენებული ცვლილებების გასატარებლად, ვინაიდან აღნიშნული მოითხოვს, როგორც დამატებით ფინანსურ, ასევე ადამინურ რესურსს“.

შეხვედრას ესწრებოდა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა წევრი კომპანიების ინტერესებსა და მოლოდინებზე.

„იმედს გამოთქვამთ, რომ ბიზნეს ასოციაცია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეჯერდებიან ორივე მხარისთვის მისაღებ პოზიციაზე, ვინაიდან პანდემიით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს ბიზნეს სექტორს, რომელიც განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იქნება პოსტ-პანდემიურ პერიოდში“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა