სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში - ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი არის დახურული!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ არ გადაიხედება და ალეკო ელისაშვილის „სადმე შესვლა-შემოსვლა, წასვლა-წამოსვლა, თქმა ან ართქმა, ამაზე გავლენას ვერ მოახდენს“.

ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში და ამიტომ აჭიანურებს მანდატების შეჩერების პროცესსაც.

„რატომ ჭიანურდება მანდატების შეჩერების პროცესი? - „ქართული ოცნება“ ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში. ამ რაღაც ხელოვნური გაჭიანურებით ამყარებენ ამ ილუზიას, ასე ჰგონიათ. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს საკითხი ჩვენთვის არის დახურული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლას, ეს თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა და მასზე კომენტარს არ გავაკეთებ. ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის.

მეხუთე რაუნდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ წამოვა რაღაც კომპრომისზე. „ოცნებასთან“ არანაირი ინდივიდუალური შეხვედრა არ იქნება. ოპოზიცია შეხვდება „ქართულ ოცნებას“ ელჩებთან ერთად, თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა წამოვიდნენ კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. არაფერი არ გადაიხედება და ელისაშვილის სადმე შესვლა-შემოსვლა, წასვლა-წამოსვლა, თქმა ან ართქმა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის გეგმები მოიცავს ბევრ რამეს, მათ შორის აქციებსაც, სხვა ტიპის აქტივობებსაც.

„ჩვენთვის არცერთი ფორმა აქტივობის, დახურული არ არის. ყველა ინსტრუმენტია ჩვენს ხელში და ამის გამოყენებას ვაპირებთ. ამიტომ მარტო რომელიღაც ტიპის ინსტრუმენტის გამოყენება არასწორია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და მისი თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ხვდებიან. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს, სადაც ელისაშვილი და იოსელიანი ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

როგორც ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თალაკვაძესა და მდინარაძესთან შეხვედრაზე გაარკვევს, რამდენადაა მმართველი გუნდი მზად ოპოზიციის ოთხი მოთხოვნიდან სამი მაინც: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება, შეასრულოს. მისივე თქმით, დღეს მოსამზადებელი შეხვედრა იქნება.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნება" ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს ოპოზიცია შედის პარლამენტში - ოპოზიცია არ შედის პარლამენტში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა