თინა ხიდაშელი - სტრასბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი და ამ საკითხს წერტილი დაუსვა - ჰააგამაც დამნაშავე უნდა ეძებოს მოსკოვში და არა ცხინვალსა ან ჯავაში

ჰააგამ დამნაშავე უნდა ეძებოს მოსკოვში და არა ცხინვალში ან ჯავაში, ეს არის ერთმნიშვნელოვანი სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ და ამიტომაც არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ პლატფორმა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ინდივიდუალურ დონეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას სრულიად პრაქტიკული ხასიათი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის შედეგად დაზარალებული ადამიანები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქმეში გაიმარჯვებენ. ხიდაშელის განცხადებით, ეს დადებითაც აისახება ტატუნაშვილის საქმის გადაწყვეტილებაზეც, რომელსაც ასევე სტრასბურგის სასამართლო განიხილავს.

„ეს არის პირველი სამართლებრივი დადასტურება ოკუპაციის, სახელმწიფოებრივად ეს არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ინდივიდუალურ დონეზე ეს არის საქმე, რომელსაც აბსოლუტურად პრაქტიკული ხასიათი ექნება და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ აგვისტოს ომის ყველა მსხვერპლი, რომელსაც ინდივიდუალურად აქვს სარჩელები შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში, შეუძლია, იყოს მშვიდად და პრაქტიკულად დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში. ასევე, შეგვიძლია პრინციპში, სრული რწმენით ვთქვათ, რომ ტატუნაშვილის საქმესაც მოიგებს საქართველო და ამ საქმეშიც გამარჯვებული აღმოვჩნდებით ისევ და ისევ იმ პრეცენდენტული გადაწყვეტილების გამო, რომელიც გუშინ დაიდო. ამ გადაწყვეტილების მეორე მნიშვნელოვანი თვისება სწორედ ეს არის, რომ პრაქტიკულად ყველა პარაგრაფში ჩაიწერა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ ანუ იმის შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა ცხინვალის რეგიონში, რუსეთი იყო ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც 12 აგვისტოს შემდეგ მოხდა ამ ტერიტორიაზე ან აფხაზეთში არის რუსეთის ბრალი, ყველა სიკვდილი, ყველა გატაცება, ყველა წამება, ყველა დანგრეული სახლი, ყველა განადგურებული საკუთრება, ამიტომ რუსეთი ვეღარ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ამ გადაწყვეტილებამ მოკლა რუსეთის არგუმენტი ჰააგაში ამჯერად, სადაც მათი არგუმენტების ხაზი გადის შემდეგ თემაზე, ისინი ამბობენ: „კი ბატონო, დავუშვათ, რომ ყველაფერი ის, რაზეც ქართული მხარე დაობს, მოხდა, ჩვენ რა შუაში ვართ?!“ ისინი ამბობენ, რომ პასუხისმგებლები არიან ოსური მილიციის წარმომადგენლები, ბანდფორმირებები და სხვა. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ამ საკითხს წერტილი დაუსვა და ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი. ჰააგამ დამნაშავე უნდა ეძებოს მოსკოვში და არა ცხინვალში ან ჯავაში, ეს არის ერთმნიშვნელოვანი გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ და ამიტომაც არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა