ლევან იოსელიანი - დღეს ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ - შეხვედრები გაგრძელდება

დღეს ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ - შეხვედრები გაგრძელდება, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კაბინეტიდან გამოსულმა პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტეთან საუბრისას განაცხადა, შეუთანხმებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაღაც დეტალები, რაც მათთვის პრინციპულია. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ძალიან პრინციპულად დაისვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა ხელისუფლება პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს.

“ჩვენ ოპოზიციასთან ამ ტიპის ურთიერთობა - კინკლაობა დავასრულეთ. ჩვენ ვერ შევძლთ დაგვერწმუნებინა ჩვენი აზრის სისწორეში, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ ამ მოლაპარაკებას მათგან დამოუკიდებლად ვაგრძელებთ. მოლაპარაკებები დღეს დავიწყეთ. დღეს არაფერი გადაწყვეტილა. თუ ჩვენ შეთანხმებაზე ხელს არ მოვაწერთ, პარლამენტში ჩვენი შესვლა გამორიცხულია. შეთანხმება მარტო საარჩევნო სისტემაზე ვერ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური წამოვიღოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო