მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ რეგულაციების მიუხედავად, მძღოლებს მაინც დაყავთ მგზავრები სხვადასხვა რეგიონებში, ეს კანონდარღვევაა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ რატომ არ აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა რეგიონებში ეპიდვითარებას გააუარესებს.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არის რეგიონებს შორის მობილობის მაღალი კონტრიბუტორი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წერტილოვნად ვუდგებით სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებას, დღეის მდგომარეობით ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება. აჭარაში მნიშვნელოვნად კარგი ვითარებაა, მაშინ, როდესაც იმერეთში ჯერ არ არის ასეთი რიცხვები. თუ საქალაქთაშორისო ტრანპორტი აღდგება, სწრაფად მოხდება გაუარესება იმ რეგიონებში, სადაც უკეთესი ვითარებაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მობილობა როგორც ქალაქებს შიგნით, ასევე რეგიონებშიც, უნდა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, მანამ, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, თუ რეგულაციების მიუხედავად, მძღოლებს მაინც დაყავთ მგზავრები სხვადასხვა რეგიონებში, ეს არის კანონდარღვევა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.

„ეს არის კანონდარღვევა. საქალაქთაშორისო მოძრაობა არის შეზღუდული სწორედ იმისთვის, რომ მობილობა შევამციროთ, თუ ასეთი შემთხვევები არის ეს არის ცუდი და ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი