არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც უნდა წყდებოდეს, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ - არა - ჩვენი მხრიდან ეს საკითხი მოლაპარაკებებში არ განიხილება

პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხბეზე გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს შორის არ მიიღება - პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც უნდა წყდებოდეს, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ - არა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

თალაკვაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ მხრიდან აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში არ განიხილება.

“ეს არის მართლმსაჯულების საკითხი. გუშინ ჩვენ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რაც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. კითხვებს ობიექტური და მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს და ეს გამოძიებამ უნდა გააკეთოს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, სასამართლომ უნდა მიიღოს. აქ ვერც ერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის წევრი თავს ვერ მისცემს უფლებას, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან საკითხი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში არ განიხილება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი