ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებს - „ოცნებას“ კამერების თანდასწრებით შევხვდები-თქო და კამერები არ ხართ? აბა ვინ ხართ? „ლაივში“ ხომ არ იქნებოდა ის შეხვედრა?

კამერები არ ხართ? აბა ვინ ხართ? „ლაივში“ ხომ არ იქნებოდა ის შეხვედრა?- ამის შესახებ მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ დათანხმდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას, როცა გუშინ მათთან აუდიენციას მედიის თანდასწრებით ითხოვდა.

„გითხარით, რომ დამალულად არავის შევხდებით-თქო, კამერების თანდასწრებით-თქო და კამერები არ არის?“ - აცხადებს ელისაშვილი.

კითხვაზე, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, თუ „ქართული ოცნება“ 4 მოთხოვნიდან 2- ს, კერძოდ თვითმმართველობის არჩევნევის პლებისციტის სახით გამოყენებას და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოვლენებს უნდა დაველოდოთ“.

"დაველოდოთ მოვლენებს, თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენებას რაც შეეხება, ეს საკითხიც დავსვით, მაგრამ ეს საკითხი სხვებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და არა მხოლოდ ჩვენთვის. ჩვენ ორი საათის განმავლობაში ვიბრძოდით ყველა პუნქტზე იმ ოთხი პუნქტიდან. ჩვენ ორი დეპუტატი ვართ და ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ, სხვა 54 დეპუტატიცაა და იმათმაც რაღაც გააკეთონ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეხვდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა